საზოგადოება
20/08/2021
საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობა 907 660-ს აჭარბებს
საქართველოში ამ დროისთვის 907 665 ადამიანია ვაქცინირებული, ბოლო 24 საათში 23 986 ადამიანი აიცრა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ვირუსს ბოლო 24 საათში 59 ინფიცირებული ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 3 393 პირი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.98%.