საზოგადოება
18/03/2022
საქართველოში თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 223 ადამიანს აქვს
საქართველოში ათასობით ადამიანს 100 ლარამდე ანაზღაურება აქვს.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 18 000-ზე მეტმა ადამიანმა 2022 წლის თებერვალში ანაზღაურების სახით 100 ლარი ან უფრო ნაკლები მიიღო. 45 000-მდე დასაქმებულს კი გასულ თვეში 500 ლარამდე ანაზღაურება ჰქონდა. ამ კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანების საერთო დასაბეგრი შემოსავალი 22 მლნ ლარს აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის მონაცემებით, 257 000-ზე მეტი ადამიანის შემოსავალი საშუალო ნომინალური ხელფასის დიაპაზონში ხვდება, ანუ მათი თვიური შემოსავალი 1200 ლარზე მეტი და 2400 ლარზე ნაკლებია.
რაც შეეხება მაღალ ანაზღაურებად კადრებს, გასულ თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი სულ 223-მა ადამიანმა მიიღო. მათი დასაბეგრი შემოსავალი კი ჯამში 106 მლნ ლარს აჭარბებდა.