საქართველოში საშუალო ხელფასი 1 368 ლარია
საქართველოში საშუალო ხელფასი გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (129 ლარით) გაიზარდა, 1 368 ლარამდე.
საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 106 ლარია, კაცების - 1 612 ლარი. ქალების ხელფასები 128.2 ლარით (13.1%) კაცების კი 139.6 ლარით (9.5%) გაიზარდა.
როგორც საქსტატი აღნიშნავს, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასს ბიზნეს სექტორში 149.7 ლარით (11.5%) არის გაზრდილი და 1 455 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების
მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 336.2 ლარი,
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 60.4%-ით), ასევე პროფესიული,
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 265 ლარი, გაიზარდა 3.5%-ით) სფეროებშია.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 89.1 ლარით (7.9%) გაიზარდა და 1 219 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.