საზოგადოება
16/06/2021

საქართველოში საშუალო ანაზღაურება 1 256 ლარია

საქართველოში საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება, მცირედ, მაგრამ მაინც გაიზარდა.

2021 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით (53.5 ლარით) 1 256 ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი შემცირებულია 2020 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, როდესაც საშუალო ანაზღაურება 1 314 ლარით განისაზღვრა.

 

საქმიანობების სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ანაზღაურებააა:


• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წწ +5.7%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (წწ +14.4%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (წწ +0.2%);
• მშენებლობა – 1 664.5 ლარი (წწ +2.3%);