საზოგადოება
11/10/2021

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, საქართველოს 9 მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

"კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

Businesspartner