საქართველოში ამ დროისთვის 741 350-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული
ვაქცინაციის ინტენსივობა შენარჩუნებულია. ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 741 353 ადამიანია ვაქცინირებული.
ვაქცინაციის დაწყების დღიდან რეკორდული რაოდენობის აცრა 11 აგვისტოს გაკეთდა და 25 933-ს მიაღწია, 12 აგვისტოს კი აცრილთა რაოდენობამ 25 432 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ვირუსს ბოლო 24 საათში 42 ინფიცირებული ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 726 პირი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%.