საქართველოში 2020 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 0.9%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2019 წელთან შედარებით, 0.9%-ით გაიზარდა და 18.5% შეადგინა.
დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში.
2020 წელს სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკი) 50.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია 1.3%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5%-ით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, წინა წელთან შედარებით ქალაქებში შემცირებულია 0.3%-ით, ხოლო სოფლებში 2.6%-ით.
2020 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1%-ს შეადგენდა, რაც 1.2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
2020 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია
2.0%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.9 პროცენტული
პუნქტით.
წინა წელთან შედარებით 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო
ქართლის და აჭარის რეგიონებში.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წელს 2019
წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.2%-ით,
ხოლო კაცებში - 1.3%-ით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.4%-ს, ხოლო კაცებში 62%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 2.7%-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3%-ით.
2020 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წელთან
შედარებით, შესაბამისად 2.3 და 0.6 პროცენტული პუნქტით.
2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9%), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ
ჯგუფში (7.3%), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელი.