საზოგადოება
18/07/2021
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი ₾65 000-ით დაჯარიმდა
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი ₾65 000-ით დაჯარიმდა.
ნავთობპროდუქტით დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 58-ე მე-2 პრიმა მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს.
ფოთის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევს 65 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.
გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაფარვის შემდეგ მიეცემა.