საქართველოს განათლების სექტორმა 2022 წელს ₾2.6 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო
საქართველოს განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 2022 წელს 2.6 მლრდ ლარი შეადგინა,- ამის შესახებ GALT & TAGGART-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში განათლებას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე გასამმაგდა 2010-22 წლებში და მშპ-ს 3.7% შეადგინა (2022), თუმცა კვლავ დაბალია ევროკავშირთან შედარებით (მშპ-ს 5%). ჩვენი პროგნოზით განათლების სექტორი 8-10%- იანი წლიური ტემპით გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, რაც განპირობებული იქნება გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსებით და საგანმანათლებლო სერვისებზე მზარდი მოთხოვნით.
ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 11.8%-ით გაიზარდა და 2022 წელს 1.3 მლრდ ლარი შეადგინა. მოსწავლეთა უმეტესობა ჯერ კიდევ საჯარო სკოლებშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორში ჩარიცხვები და სწავლის საფასური მზარდია, რაც მომხმარებლის აღქმით კერძო სკოლების მიერ ხარისხიანი განათლების მიწოდებას უკავშირდება.
"ჩვენ გვჯერა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება გაზრდილი ურბანიზაციის, საშუალო შემოსავლების ზრდის და პოზიტიური დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით.
ზრდის მიუხედავად, საქართველოში კერძო განათლების სისტემა კვლავ ფრაგმენტულია - მხოლოდ 11 კერძო სკოლას ჰყავს 1,000-ზე მეტი მოსწავლე და მათი წილი 2022-23 წლებში ბაზრის 21.0%-ს შეადგენდა, რაც კერძო სკოლების შერწყმის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს,"-აღნიშნულია მიმოხილვაში.
დოკუმენტში პროგნოზებზეცაა საუბარი. კერძოდ,GALT & TAGGART-ს აქვს მოლოდინი, რომ 2027/28 წელს მოსწავლეთა რაოდენობა 647.3 ათასამდე გაიზრდება, ამჟამად არსებული 633.3 ათასიდან.
• 2027/28 წელს კერძო სკოლებში ჩარიცხულთა წილი 10.1%-ს შეადგენდა და 2027/28 წლებში მოსალოდნელია ზრდა 11.3%-მდე
ზრდა.
• 2022 წელს კერძო სკოლებში ერთ მოსწავლეზე საშუალო შემოსავალმა 4,500 ლარი შეადგინა, ამასთან, 2015 წელს - 3,200 ლარი იყო