საზოგადოება
20/03/2020
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი პირველი დისტანციური გამოცდის ჩასატარებლად მზადაა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი მზად არის პირველი დისტანციური გამოცდა ჩაატაროს.
სპეციალური სისტემის დანერგვა მსოფლის წამყვანი უნივერსიტეტების ჩართულობით მოხდება. უკვე გადამზადებულია შესაბამისი ადამიანური რესურსიც.
სეუ-ში მზადყოფნას გამოთქვამენ სერვისის დანერგვაში სხვა უნივერსიტეტებსაც დაეხმარონ. საქმე ეხება როგორც ტექნიკური რესურსის, ასევე გადამზადებული კადრების გამოყოფას.
ახალი სერვისების დანერგვის პარალელურად სწავლის საფასური 8 ათასამდე სტუდენტს 50 დღით გადაუვადდა. საშეღავათო პერიოდი და გადავადებული თანხა მათთვის სასურველი გრაფიკით მომდევნო თვეებზე გადანაწილდება.