საზოგადოება
08/02/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა

"საქართველოს ბანკისა" და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" თანამშრომლობა გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, დამწყები ავტორები პროფესიონალების მიერ შეფასდებიან.

პროექტი მიზნად ისახავს დამწყები ავტორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას და არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მათი კარიერის დასაწყისშივე, რაც, მომავალში, ღირებული ტექსტების შექმნაში დაეხმარებათ.

მონაწილეთა ნამუშევრებს ექსპერტთა ჯგუფი პროფესიონალი ავტორის, რედაქტორისა და შემოქმედებითი წერის სპეციალისტის შემადგენლობით შეაფასებს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე, ავტორს არ ჰქონდეს გამოქვეყნებული ნაწარმოებები, არც ბეჭდური და არც ციფრული სახით. პროექტის დასასრულს ათი საუკეთესო ტექსტისთვის პროფესიონალური წერილობითი დასკვნა მომზადდება.

მონაწილეობის მსურველებმა, საკუთარი ნაწარმოებები, 28 თებერვლის ჩათვლით, აღნიშნულ მისამართზე უნდა გადააგზავნონ: info@tbilisiwbc.ge. ტექსტის ტექნიკური მახასიათებლების ნახვა კი შესაძლებელია https://bit.ly/3uvI46h.

ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023