საზოგადოება
09/09/2021
საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები თავისუფალი
ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.
როგორც შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა.
"ყველა მძევალი თავისუფალია, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით“, – განაცხადა ქეთევან კოვზიაშვილმა.
შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს თან ჰქონდა ხელყუმბარა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობაში რჩებოდა.