საზოგადოება
26/07/2021

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ნუსხაში მოხვდნენ კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

ამასთან დაკავშირებით 27 ივლისს 17:00 სთ, კილხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მსოფლიო აღიარების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.