საზოგადოება
13/05/2021

საქართველო უპილოტოსაფრენი აპარატების და M4-ების წარმოებას იწყებს

მომავალი წლიდან საქართველო M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას "დელტას" ტერიტორიაზე ქართულ-ებრაული საწარმო დაიწყებს.

რაც შეეხება უპოლოტო საფრენ აპარატებს, აქ მოლაპრაკებები სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მიმდინარეობს.

"დელტას" ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საწარმოს დაარსების შესახებ, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან. უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება, 2022 წლიდან კი პროდუქციის გამოშვება", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ „თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება, ასევე იგეგმება საჰაერო უპილოტო საშუალებების შეძენაც.

 

Businesspartner