საზოგადოება
18/03/2021

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან

1 წლიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივრები სტადიონს უბრუნდებიან. საქართველო-ესპანეთის მატჩს, რომელიც 28 მარტს გაიმართება, მაყურებლებიც ეყოლება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, დინამო არენაზე რა რაოდენობის მაყურებელი შეძლებს დასწრებას და რა რეგულაციები იქნება გასათვალისწინებელი.  

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლების დასწრება 1-ელ აპრილს იყო გადაწყვეტილი, თუმცა აღნიშნული მატჩის გამო დრომ რამდენიმე დღით გადმოიწია. 

საკითხს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

“28 მარტს ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილი.