საზოგადოება
18/03/2021

საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებელთა 30% დაიშვება

28 მარტს საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 30% დაიშვება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

მაყურებლების დასწრება დაშვებული იქნება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით.  55 000 

დინამო სტადიონი 55 000 მაყურებელს იტევს, 30% -იანი შეზღუდვით კი, მატჩზე დასწრებას 16 500 გულშემატკივარი შეძლებს.