საქართველო და კვიპროსი ერთობლივ საზღვაო კომიტეტს შექმნიან
საქართველო და კვიპროსი ერთობლივ საზღვაო კომიტეტის შექმნიან, - საზღვაო სფეროში საქართველოსა და კვიპროსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დეტალებზე მხარეებმა უკვე იმსჯელეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა კვიპროსის სანაოსნოს მინისტრთან ვასილიუს დიმიტრიადისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საზღვაო სფეროში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის წარმატებული გამოცდილება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგები ქართველ მეზღვაურთა როტაციისა და ვაქცინაციის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელი შეხვდა ასევე კვიპროსის სანაოსნო პალატის წევრებსა და ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს, გემთმფლობელ Columbia Ship Managemant-ს.
ქართული მხარე დაინტერესებულია კვიპროსის გამოცდილების გაზიარებით საზღვაო კლასტერის ჩამოყალიბების მიმართულებით და განიხილავს ურთიერთობის გაღრმავებას საზღვაო განათლების, კვლევებისა და ინოვაციების კუთხით.
მხარეების მიერ ხაზგასმული იქნა საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში განხორციელებული წარმატებული სისტემური რეფორმები კერძოდ, საზღვაო განათლებისა და სერტიფიცირების ასევე საზღვაო დროშის და ნავსადგურების მიმართულებით, რამაც მოკლე პერიოდში უზრუნველყო ქვეყნის საზღვაო რეპუტაციის განმტკიცება საერთაშორისო არენაზე.