საზოგადოება
15/02/2021

საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით 184 ქვეყნიდან მე-15 ადგილზეა

Galt & Taggart−მა საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა. შეხვედრაზე ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. ასევე განიხილა ყველა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია და გაცვლითი კურსი.

„ოქსფორდის მიერ შემუშავებული COVID შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. ინდექსი არ აფასებს შზღუდვების მიზანშეწონილობას და ეფეტურობას. საინტერესოა, რომ ქვეყნებს, რომლებსაც მსუბუქი შეზღუდვები ჰქონდა, ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითი გავლენა ნაკლებად იგრძნობოდა, ვიდრე წლის დასაწყისში იყო მოსალოდნელი. ხოლო იმ ქვეყნებში სადაც ნარჩუნდება მკაცრი რეგულაციები, ეკონმიკური აქტივობა მოსალოდნელზე მეტად დაეცა,“– აღნიშნა ქავთარაძემ.