საზოგადოება
03/03/2021

საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას მიიღებს

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღები ქვეყნების სიაშია, - ინფორმაციას euronewsgeorgia ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ქვეყანა ვაქცინის 129,600 დოზას მიიღებს, შესაძლოა აღნიშნულ რაოდენობას 29,250 დაემატოს.

ინფორმაცია COVAX პლატფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვაქცინის ქვეყანაში გამოგზავნის თარიღი პლატფორმაზე არ არის მითითებული.