საზოგადოება
14/09/2023

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე დროებითი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდი მშენებლობა. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება.

"11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დროებითი ხიდის მოწყობის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი ადგილობრივი გზის გამოყენებით (ბუკნარი-ნაგომარის შემოვლითი გზა) მოძრაობს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით,"- აღნიშნულია  გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

Businesspartner