საზოგადოება
21/02/2022

საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის აეროპორტი დაათვალიერეს

The New York Times, BBC, Forbes, Independent, Dazed Magazine, Marie Claire, Sunday Times და Sueddeutsche zeitung-ის ჟურნალისტებმა, იმერეთის პრეს-ტურის ფარგლებში ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტი მოინახულეს. მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა  განახლებული აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზები, ასევე ტერასა გადაიღეს და ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებს გაეცნენ. მათ ადგილზე მეგზურობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტის მენეჯერმა არჩილ სილაქაძემ გაუწია.

ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ. მათ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე მოინახულეს და საქართველოს ისტორიული ადგილებისა და ქართული კულტურის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ერთადერთია, სადაც ყველაზე მეტი ევროპული მიმართულება სრულდება. ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი გზით ევროპის 19 ქვეყანაშია მოხვედრა შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად, მუდმივად მუშაობს, რომ ევროპული მიმართულებების რაოდენობა 2019 წლის ნიშნულს მიუახლოვდეს. 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით და პირიქით, კიდევ რამდენიმე პირდაპირი რეგულარული რეისი დაემატება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023