საზოგადოება
23/08/2021
საჭიროა თუ არა ორგზის ვაქცინირებულთათვის "ბუსტერი" - მინისტრის განმარტება
ორჯერადად ვაქცინირებულთათვის მესამე დოზის, ე. წ. "ბუსტერის" საჭიროებაზე საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება პროტოკოლშიც აისახება.
"ბუსტერ" დოზაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. მასობრივად მესამე დოზის გამოყენებაზე ჯერ მსჯელობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.