"საბურთალოს სითი მოლში" ქართული რეწვის სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ქართველი რეწვის ოსტატების ხელნაკეთი ნივთების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა „საბურთალოს სითი მოლში“ (პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1) 26 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება.
ღონისძიება ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით მიმდინარეობს და გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება Zrda-ს ბენეფიციარების უნიკალურ პროდუქცია.
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს.
რაც შეეხება USAID-ის, ის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.8 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. პროექტების მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება.