საზოგადოება
13/10/2021

საამაყოა იყო ფილმის ნაწილი, რომელშიც ხოაკინ ფენიქსი მონაწილეობს - "პოსტრედი" ჰოლივუდურ წარმატებაზე

ვამაყობთ, რომ ვართ გასაოცარი ფილმის ნაწილი, რომელშიც ხოაკინ ფენიქსი მონაწილეობს, - ამ სიტყვიებით ეხმიანება ქართული კომპანია "პოსტრედი" ჰოლივუდის ორ სტუდიასთან მიღწეულ შეთანხმებას. ხელშეკრულება კომპანიამ Paramount Pictures-სა და A24-თან გააფორმა და ორი ახალი ფილმის აუდიო გახმოვანებას უზრუნველყოფს. 

საქმე ეხება ფილმების “კივილი 5” და “C’mon,C’mon” გახმოვანებას, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

"პოსტრედს" მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა USAID-ი, რომელიც ამავდროულად შემოქმედებით ჯგუფს ხელს უწყობს ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის Trusted Partner Network სერტიფიკატის მიღებაში.

როგორც USAID Georgia-ში აცხადებენ, სერტიფიცირების შემდეგ, "პოსტრედი" გახდება ამერიკის კინო ქსელის წევრი, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას იმუშაოს დიდ სტუდიებთან და პროფესიონალებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას საქართველოში.

“კივილი 5”-ისა და “C’mon,C’mon”-ის პრემიერა მომავალ წელს გაიმართება და გახსოვდეთ, რომ საქართველოს შემოქმედებითმა ჯგუფმა მათ შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა", - მიათითებს USAID.