საზოგადოება
26/04/2021

სააღდგომო დღეებში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით, საქალაქთაშორისო მოძრაობა არ შეიზღუდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთადერთი რაც არის, არის გამონაკლისები დაშვებული, ვისაც ეს უქმე დღეები არ ეხება, მაგალითად სამედიცინო, ფარმაცევტული სექტორი, მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები რომ არ გაჩერდეს. ამისთვის, სპეციალურად არის გამოცემული სამი მინისტრის ბრძანება - ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც მაცნეზე, ასევე აიტვირთება StopGov.ge-ზე და იქ არის ჩამონათვალი იმ სექტორების, რომლებსაც არ ეხებათ უქმე დღეები და იმუშავებენ ჩვეულებრივად“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, რადგან შემთხვევების რაოდენობა, ასევე ჰოსპიტალიზაცია იზრდება და შესაბამისად, სექტორი რომ იყოს მთლიანად ფუნქციონირებადი და ეფექტიანი, საჭიროა ამ ღონისძიებების გატარება