საზოგადოება
08/12/2021
რუსთავში რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი აშენდება
რუსთავში რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი აშენდება. დეტალებზე პრემიერმა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობა მოიცავს, როგორც საწყობების სისტემას, ისე ტრენინგების ცენტრს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯაგან ჩაპაგაინს COVID-19-ით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორგანიზაციის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი სირთულეები.