რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სწავლის პროცესი თვის ბოლოდან განახლდება
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სწავლებები თვის ბოლოდან განახლდება.
პანდემიური შეზღუდვის შემდეგ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 75 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშლილი ავტოდრომის ტერიტორია, სწავლებებისთვის გამოიყენონ.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერი სოფო ახალაია "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ პროცესი განახლდა და სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა ადამიანს ვინც დაინტერესებულია როგორც ავტოსპორტით, ასევე სწავლებები ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლახანს აიღეს მართვის მოწმობა და პრაქტიკის გავლა სურთ, კორპორატიული მომსახურება კი სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებს, კერძო კომპანიების სწავლებებს და დისტრიბუტორების სწავლებებს აერთიანებს.
შეგახსენებთ, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის განახლებაში 25 მლნ დოლარი დაიხარჯა. ავტოდრომი აერთიანებს 5 ტიპის ტრეკს, ესენია წრიული რბოლა, მოტოკროსი, ოფროუდი, დრიფტი და კარტინგი.
პანდემიამდე ყოველწლიურად, რუსთავის ავტოდრომი, 30-ზე მეტ შეჯიბრებას მასპინძლობდა და სპორტული ტურიზმის განვითარებაშიც დიდი წვლილი შეჰქონდა.