საზოგადოება
09/12/2021

როგორია მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე აღდგენილი პანო 

რამდენიმე თვიანი სამუშაოების შემდეგ მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანო აღდგენილია.

მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა ფოტო-მასალა თუ რა მდგომარეობაში იყო პანო სამუშაოების დაწყებამდე და როგორ გამოიყურება ის დღეს.

„მიმდინარე წელს, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანოს აღდგენა მის ავტორთან, მალხაზ გორგაძესთან თანამშრომლობით დავიწყეთ. პანო მძიმე მდგომარეობაში იყო, ილიას სიტყვები აღარ იკითხებოდა. სამუშაოები დასრულებულია და პანო განახლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.