საზოგადოება
25/02/2021

რკინიგზა სამგზავრო გადაყვანას 27 თებერვლიდან განაახლებს

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს.

მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ. კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: .

თბილისი-ბათუმი-თბილისი;

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;

თბილისი-ფოთი-თბილისი და

თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება.

მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.