ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
საზოგადოება
07/07/2021

რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.