ფოტო: unido
საზოგადოება
16/08/2021

რეგულაციების დარღვევის გამო, 5 დღეში შრომის ინსპექციამ 13 ობიექტი დალუქა, 30 - დააჯარიმა

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000, 12 ფიზიკურ პირს კი - 2 000 ლარის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.

პარალელურად, გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.

კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგის პროვესში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.