საზოგადოება
17/12/2021
რატი ბრეგაძე: 2022 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 რეგისტრაციას საჭიროებს.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და 2022 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. პროცესი 2024 წელს დასრულდება.
"ჩვენ ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება, ისე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.