რას გულისხმობს პროექტი "ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები"
თბილისში, 15-18 სექტემბერს, კონფერენცია "ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები" გაიმართა, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022-2023 წ.წ. “მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.
როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტის მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და რისკების მართვის გეგმის დანერგვა, ამასთან ინოვაციური მიდგომების პრაქტიკაში გადატანაა.
"დედაქალაქის შემდეგ დაგრგმილია გასვლითი ღონისძიებები რამდნეიმე რეგიონში, რომელიც ღვარცოფულ თუ მეწყერსაშიშ ზონებად მიიჩნევა. ჩვენმა ორგანიზაციამ „გარემოს დაცვის ეკოცენტრმა“ გაიმარჯვა იუნესკოს გრანტში და თემაზე ,,მოწყვლადი ინფრასტრუქტურის რისკების შეფასება კრიტიკული მდგომარეობისა და რისკების პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA) მოდელის გამოყენებით, განვიხილეთ ძალიან საინტერესო თემები, მაგალითად ვისაუბრეტ იმ რისკებზე, რაც შესაძლოა მოყვეს ჟინვალის წყალსაცავის ავარიის შემთხვევაში. შემდეგი ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ გულისხმობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში თოვლის ზვავის საწინააღმდეგო კონსტრუქციის გამოცდა ბუნებრივ პირობებში. ეს პროექტი დავამუშავეთ შოთა რუსთაველის ფონდის ხელშეწყობით, დაფინანსდა სოფლიო ბანკის მიერ და ყაზბეგის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კონსტრუქცია."-აცხადებს გივი გავარდაშვილი.
მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში პირველად, ერთი საგრანტო პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდა 4 სადოქტორო დისერტაციის დაცვა.
"არაერთი პროექტი დამუსავდა პირველ ეტაპზე, ხოლო მეორე ეტაპზე ვგეგმავთ ყვარელში,. მდინარე დურუჯის ღვარცოფების რეგულაციის კუთხით, რაც ასევე ინოვაციური კონსტრუქციების დაპროექტებას გულისხმობს. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ზრდის მოსახლეობის უსაფრთხოებას ღვარცოფებისგან დაცვის მიზნით. ამასთა, მუსობა მიმდინარეობს იმაზე, რომ მსგავსი ინოვაციური მეთოდოლოგიები სასწავლო პროცესშიც დაინერგოს."-აღნიშნავს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.