საზოგადოება
25/01/2022

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომ თავიდან აიცილონ ელექტროენერგიის დავალიანების დაგროვება

დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა.  მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, გადავადდა იანვრის ბოლომდე.

შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის თვის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვლის თვეში გადასახდელ ქვითარში. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში მომხმარებელს მოუწევს ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა.

გაუგებრობის და დავალიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა  მოხდეს 28 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023