საზოგადოება
30/04/2021
რა პრივილეგიები მიენიჭებათ "კოვიდ პასპორტის" მქონე პირებს საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს
საკოორდინაციო საბჭო მუშაობს რეგულაციების განსაზღვრაზე, რომელიც ვაქცინირებულ პირებს არ შეეხება.
"საბჭო მუშაობს, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული," - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ე.წ. „კოვიდ პასპორტის“ მქონე პირებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ამ კონკრეტული მომენტისთვის შესაძლებელია ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიებების განსაზღვრა.