პროდუქტები და მომსახურება, რომელიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ყველაზე მეტად გაძვირებულ სერვისსა და მომსახურებებში სექტემბერშიც ლიდერობას ინარჩუნებს.
სატრანსპორტო მომსახურების ფასები წლიურად 20%-ით არის გაძვირებული, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 16-ით.
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის (რომელიც 12.3%-ს შეადგენს) ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9%ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (38.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.6%), პური და პურპროდუქტები (13.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.6%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4%), ყავა,
ჩაი და კაკაო (7.1%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3%-ით, რაც 2.47%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ფასები 11.8%-ით არის გაზრდილი და 1.74%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 9.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9%), საავადმყოფოების მომსახურების
(5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4%) ქვეჯგუფებზე.