საზოგადოება
14/03/2022

პრეზიდენტი: ოპოზიცია ცდილობს, კიევში, ბრიუსელში თუ ამერიკაში საქართველოს სახელი გააშავოს

საქართველოს პრეზიხდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და ამის პარალელურად ქართველი პოლიტიკოსების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ზურაბიშვილმა ოპოზიცია ქვეყნის ანტიპიარში დაადანაშაულა. 

"ოპოზიცია სცოდავს, როცა კიევში, ბრუსელში, თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, თითქოს შიში ვამჯობინეთ ღირსებას, თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების და არც NATO-სა და ამერიკასთან პარტნიორობის. ოპოზიცია ამტკიცებს, ვითომ მთავრობამ და მაშასადამე ქვეყანამ შეცვალო პროდასავლური კურსი. შენი ქვეყნისა და ხალხსის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ ქვეყანას აზიანებს და მტრის საქმეს აკეთებს. ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციასა და პლიციელებს. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არცეულია. რა დროს კეტჩუპი და ფქვილია? ეს სირცხვილია. ოპოზიცია სცდოვას, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს მთავრობის ჩათრევას. ამ დროს კი ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშაც ისე, რომ ამის პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე აპელირებს და რეალურად პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა. 

თუმცა, ხელისუფლებას ვეთანხმები იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილე გვჭირდება. ხოლო ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია",- განაცხადა ზურაბიშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023