საზოგადოება
14/03/2022

პრეზიდენტი: ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ისტორიულ განაცხადს ხელი ერთპიროვნულად მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს აკრიტიკებს.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში მიღების დაჩქარებულ განაცხადზე ხელმოწერის საკითზეც და თქვა, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ ერთპიროვნულად გადადგა. 

"სიფრთხილისა, თუ შიშის ვეც ერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს. ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ევროპის წინაშე ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარსდგა, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროვებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ იხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება, ვინმე დაიჯეტრებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა განხილული სამხედრო საქმეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები",- განაცხადა ზურაბშვილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023