საზოგადოება
25/02/2021

პრემიერმა ვიცე-პრემიერებად ივანე მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი წარადგინა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად წარადგინა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა.

დღეს კი, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მთავრობის სხდომა იმართება.

Businesspartner