საზოგადოება
04/02/2022

პრემიერის ოჯახისთვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს

მთავრობის სტრატკომი დეზინფორმაციულს და ცილისწამებლურს უწოდებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მედია საშუალებების გავრცელებულ ინფორმაციას ბაკურიანში პრემიერის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით.

სტრატკომი განცხადებასთან ერთად ვიდეომასალას აქვეყნებს.

"საუბარია არა ბაკურიანში არსებულ ტყის მასივის დიდ ნაწილზე, როგორც ამას ცდილობენ წარმოაჩინონ დეზინფორმაციის ავტორები, არამედ დაახლოებით 0,6-მდე ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. შესაბამისად, სრული აბსურდია საუბარი იმის შესახებ, რომ ბაკურიანში მცხოვრები მოსახლეობა და ტურისტები ვეღარ შეძლებენ ბაკურიანის ტყეში გადაადგილებას. ასევე ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, განთავსებულია სხვა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები და კოტეჯები და საუბარი იმის შესახებ, რომ „პრემიერ-მინისტრმა ტყის მასივში, რეკრეაციულ ზონაში რეზიდენცია აიშენა" ისეთივე სიცრუეა, როგორც სხვა ბრალდებები.

ასევე აბსურდი და ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე საკუთარი სათხილამურო ტრასის მოწყობას და ამისთვის ხეების განადგურებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აუქციონში გამარჯვებული იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა, ასევე იგი ვალდებულია ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).

პრემიერ-მინისტრის ოჯახმა ბაკურიანში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე 5958 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის იჯარის უფლება მოიპოვა ღია აუქციონის წესით, მხოლოდ და მხოლოდ ტყის მოვლა-პატრონობისა და მრავალწლოვანი, მარადმწვანე ხეების დარგვის მიზნით, რის სანაცვლოდაც სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხდის შესაბამის საფასურს 5958 ლარის ოდენობით.

ასევე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ იჯარის შესახებ დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც აგებულია აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანია, არის ღია და საჯარო, ისევე როგორც აუქციონი, რა გზითაც მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე იჯარის უფლების მოპოვება. ჩატარებულ ღია აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ნებართულია გარკვეულ ტერიტორიაზე ტყით სარგებლობისა და იჯარის უფლების მოპოვება.

აღნიშნული ვიდეომასალითა და დოკუმენტური ფაქტებით ნათლად ჩანს, ყველა გავრცელებული ბრალდება არის სიყალბე, ფაქტების დამახინჯება და წარმოადგენს ფეიკ-ნიუსის კლასიკურ მაგალითს, რაც ემსახურება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას, რაც ისევე, როგორც სხვა მრავალი, მართული დეზინფორმაციული კამპანიები, უშედეგოდ დასრულდება",- ნათქვამია განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023