საზოგადოება
08/10/2021

პრემიერი: ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბათუმში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზო ჩამოინგრა, 300-მდე მაშველი მუშაობს. აგრეთვე მიმდინარეობს გამოძიება, რამ გამოიწვია ნგრევა. 

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15-მდე ადამიანია მოყოლილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს ადგილზე. მათ ყველა საშუალება აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მიზეზებზე არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო, ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს ამის თაობაზე და ყველაფერს დააგდენს. არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. წინასწარ არ მინდა დასკვნის გაკეთება, ჯობია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner