ფოტო: shutterstock
საზოგადოება
14/02/2022

პრემიერი: ველით ინფიცირების რაოდენობის შემცირებას, აპრილში სიტუაცია დასტაბილურდება

პრემიერის განცხადებით, ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მოლოდინია, რომ რამდენიმე კვირაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება და აპრილში სიტუაცია დასტაბილურდება. 

მისი თქმით, 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი, მათ შორის 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმა და სახელმწიფო მოქალაქეებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს.

"რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8 ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან 6 ათასამდე არის ათვისებული, ანუ 2 ათასზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი და პროცესი სრული კონტროლის ქვეშ არის. პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი ონლაინ-კლინიკა და რამდენიმე ასეული ოჯახის ექიმი. კონტროლი გვაქვს სრული და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც. არ მინდა, წინასწარ პროგნოზირება გავაკეთო, მაგრამ სამინისტროს გაკეთებული აქვს მოდელირება და არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვემოთ წამოვა, შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა სრულად მობილიზებულია, დღის განმავლობაში კეთდება ძალიან ბევრი ტესტი, მათ შორის იმაზე მეტი, ვიდრე საშუალოდ ევროპულ ქვეყნებში და ამ მხრივ საქართველო მართლაც გამორჩეულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023