საზოგადოება
22/10/2021

პრემიერი: ვაქცინაციაზე ყალბ ინფორმაციას ნუ დაუჯერებთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. ამ სიტუაციაში კი ერთადერთი გზაა ვაქცინაცია. 

მან მოსახლეობას მიმართა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას ნუ დაუჯერებენ. 

"ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას. გვაქვს ყველანაირი ვაქცინა. გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მშობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს", -განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა, რომ საქართველოში დამატებით ნახევარი მილიონი დოზა "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა.