საზოგადოება
18/03/2021
პრემიერი: წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება
ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების აღჭურვა დაფინანსდება. განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.
“დღეს ერთ-ერთი საკითხი სწორედ პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხს ეხება. წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება. ეს გააუმჯობესებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.