საზოგადოება
18/12/2021
პრემიერი: წამლებზე მოქალაქეების ჯიბიდან გაღებული დანახარჯები უნდა შემცირდეს
პრემიერის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზარი უნდა დარეგულირდეს და მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ფასი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
გარდა ამისა, მისი თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა მკაცრად გაკონტროლდება, რადგან დღეს ეს ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა.
"ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით დაწყებულია საუბარი ბიზნესთან და ჩვენი მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.