საზოგადოება
21/10/2021
პრემიერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი ქვეყნის უდანაშაულობა დავამტკიცეთ
"ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება", - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს მორიგ გამარჯვებას.
მან პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში და ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა, მტკიცედ დაიცვეს ჩვენი პოზიციები.
ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის უდანაშაულობა, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და აღიარება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.