საზოგადოება
14/02/2022

პრემიერი: საპროცენტო განაკვეთის 26%-მდე დაწევა პენსიონერებისთვის შვება იქნება

პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე დაიწევს. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს პენსიონერებისთვის კიდევ ერთი შვება იქნება. 

"რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში ყოფნის დროს ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი. რა თქმა უნდა ჩვენ მინიმუმადე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36% მაინც მაღალია პენსიონერებისთვის. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშნული 26%-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება პენსიონერებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომისიამ პენსიების მომსახურებაზე ბანკებისთვის ახალი პირობები შეიმუშავა. კონკურსი ბანკებისთვის თებერვლის ბოლოს გამოცხადდება. ახაი პირობების მიხედვით, საპენსიო სესხზე ზედა ზღვარი 26% იქნება, ხოლო პენსიონერთა პენსიების დარიგებას სახელმწიფო 15 მლნ ლარით დაასუბსიდირებს.

როგორც სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ გაცხადდა, კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულია 2 ბანკი - „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023