საზოგადოება
25/06/2021
პრემიერი: საარსებო შემწეობას 180 000 ბავშვი იღებს, საჭიროა ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში 300 000 ადამიანზე მეტია უმუშევარი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22%-ია.
“მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებია 153 394 ოჯახი, ეს არის დაახლოებით ჩვენი 550 000 თანამოქალაქე, მათ შორის 180 000 ბავშვი. მხოლოდ ეს ციფრები გვარწმუნებს, რომ საჭიროა უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.