საზოგადოება
23/02/2022

პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: საქართველო პატარა ქვეყანაა, პრაგმატულად უნდა იმოქმედოს

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

"ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს.

"ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. სანქციების ნაწილი უკვე ამოქმედდა, თუმცა საუბარია დამატებით სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023