პრემიერი: პროექტი "განახლებული რეგიონები" წარმატებით მიმდინარეობს
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში “განახლებული რეგიონების“ პროექტთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.
მისი თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განმარტება გააკეთა.
“2 კვირის განმავლობაში 10 რეგიონში განხორციელდა კომისიის სხდომები. ყველა მუნიციპალიტეტში დამტკიცდა შესაბამისი ლოკაციები. ძალიან საინტერესო პროექტები გამოიკვეთა. აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში კეთდება რეკრეაციული სივრცე. ჩართულობა მაქსიმალურია. რაც შეეხება შესყიდვების ნაწილს, 2 კვირის განმავლობაში 15 ტენდერი გამოცხადდა“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, უშუალოდ სამუშაოები ზაფხულში, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, ან ივლისში დაიწყება.